You have to be at least 18 years old to use our website
Are you already 18 years old?
Yes
No
Shopping Cart (0 Items)
Subtotal
0
ProductDetailQuantityUnit PriceTotal
Your cart is empty!

„შატო ზეგაანი თავდაპირველად, მშენებლების ჩანაფიქრის მიხედვით, დაპროექტებული და აშენებული იყო, როგორც მეღვინეობა. ყოველი ნაგებობის ქვეშ მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარეობს ძველებური ღვინის მარანი. მეღვინეობის პროცესში ყველა ადგილს თავის დანიშნულება აქვს. აქ ყველა კუთხეში არის  გამჯდარი ისტორია. სრულიად გასაოცარია, იმის გააზრება, რომ შენ  ამ ისტორიის ნაწილი ხარ. ეს ყოველივე შთაგვაგონებს, განსაკუთრებული ღვინის შექმნაზე, იშვიათი ხასიათითა და უნიკალური გემოთი ამ გასაოცარი ადგილების.“

დავით ტატულაშვილი

 

ჩვენ ვამუშავებთ ვაზის ორ სახეობას, წითელ საფერავსა და თეთრ რქაწითელს. საუკეთესო ყურძნისგან, ორი განსხვავებული ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენ ვქმნით შატო ზეგაანის ოთხი სახეობის ღვინოს.

 

ქვევრის ღვინო

ქართული ქვევრი - თიხის დოქია, შიგნიდან ფუთკრის ცვილით არის დამუშავებული და გარედან კირით. ქვევრი ვერტიკალურად არის განლაგებული მიწის ქვეშ, ეს ღვინოს არიდებს ტემპერატურულ ცვლილებებს, ამასთანავე კონუსებრი ფორმის ძირის გამო მინიმალურს ხდის კონტაქტს ლექთან. ქვევრის საფერავისგან ჩვენ ვღებულობთ მკვეთრ, გამჯდარ და გასაოცარ ღვინოს  „ზეგაანი წითელი”. ღვინის დავარგება ქართულ ქვევრში ორი წლის მანძილზე, სძენს საოცარ სიღრმეს და გემოს ინტენსიურობას მატებს.

 ყურძენი რქაწითელი, ორწლიანი დავარგებით ქვევრში,  „ზეგაანი კახურით“ გვასაჩუქრებს, რომელიც გამოირჩევა გაჯერებული  ქარვისფერით და თაფლის არომატით გემოში.

 

ღვინო მუხის კასრში

საფერავისგან, რომელიც ჩვენს მარანში ორი წლის განმავლობაში მუხის კასრში ვარგდებოდა, ვქმნით მეღვინეობის ლეგენდას - კეთილშობილ მუკუზანს, 1888 წლის ტექნოლოგიით.

რქაწითელისგან, ორ წელიწადზე მეტი დავრგებით მუხის კასრში , გამოდის „ზეგაანი თეთრი” დახვეწილი და ნატიფი გემოთი, რომელიც მომწიფების პროცესში მრავალფეროვანი კუთხით  იხსნება.

 

ღვინო

წელიწადში ორჯერ, ტრადიციულ, დახურულ დეგუსტაციებზე ჩვენ ვარჩევთ საუკეთესოს ჩვენი ღვინოებიდან, რომელიც მზად არის შეხვედრისთვის ნამდვილ შემფასებელთან.

თეორიულად, იმ ეტაპზე, როდესაც ღვინის ბოთლი ტოვებს შატოს მარანს, ჩვენი პასუხისმგებლობა მომხმრებლის წინაშე მთავრდება, შემდეგ ღვინის განვითარება სწორ ტრანსპორტირებასა და შენახვის პირობებზე არის დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენ გარანტირებულად ვერ მოვახდენთ ამაზე ზეგავლენას, თუმცა შეგვიძლია გავუწიოთ   რეკომენდაციები. რაც შეეხება ღვინის დაცვის სისტემას, დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი ყველა ღვინო „ბაბლ კოდით“ არის აღჭურვილი, რომლის დახმარებითაც თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეამოწმოთ შატო ზეგაანის ღვინის აუთენტურობა. დაცვის ხარისხი გაყალბებისგან ღვინის ბოთლზე, „ბაბლ კოდის“ საშუალებით უტოლდება თითის უნიკალურ ანაბეჭდს.